სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაწყვიტა

[ 13.11.09 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა იმის თაობაზე, რომ საგადასახადო ორგანომ ვერ წარმოადგინა სასამართლოში დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც ნათელს მოჰფენდა შალვა ბერიძის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის წყაროსა და საფუძველს.

ამასთანავე, საგადასახადო ორგანომ სასამართლოში ვერ დაადასტურა თუ რა სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა გადასახადის გადამხდელი. როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, გადასახადის გადამხდელს სასამართლოში დავის დაწყების დროისათვის ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 239.527.69 ლარის ოდენობით. მოსარჩელე შალვა ბერიძემ სასამართლოში სწორედ უკანონოდ დარიცხული გადასახადის მოხსნა მოითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია.



[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება