სიახლეები
საქმეთა მართვის პროგრამა (CMP)

[ 2010-02-18 ]

მიმდინარე წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამოქმედდა საქმეთა მართვის პროგრამა (CMP). პროგრამაში აღირიცხება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის ყველა საქმე და მათი სასამართლოში განხილვის მდგომარეობა.
აღნიშნული პროგრამის მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ:
1. მიიღოთ ინფორმაცია თქვენს საქმეზე განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედების შესახებ;
2. გაეცნოთ საპროცესო დოკუმენტების (დადგენილებების, გადაწყვეტილებების, სხდომის ოქმთა) შინაარსს.
ამასთან ერთად, სასამართლო ფორმაში (სარჩელში, საჩივარში ან შესაგებელში) ელექტრონული ფოსტისა და მობილურის ნომრის მითითების შემთხვევაში, მოსამართლის თანაშემწე საქმეზე განხორციელებული ძირითადი საპროცესო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენს ელექტრონული ფოსტასა და მობილურ ტელეფონზე.
პროგრამაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომრისა და კოდის მეშვეობით, რომლებიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალურია. შესაბამისად, პერსონალური მონაცემები სრულად დაცულია არაამართლზომიერი გავრცელებისაგან.
საქმეთა მართვის პროგრამა (CMP) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მართლმსაჯულების განხორციელებას უფრო სწრაფს, ეფექტურსა და ხარისხიანს გახდის.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება