სიახლეები
უსინათლო მასწავლებელი საკლასო ოთახს დაუბრუნდა

[ 2010-03-22 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მოსარჩელეების ცირა ვეფხვაძის, ციცინო ფხიკლეიშვილისა და თამილა აბაშიას სამოქალაქო დავა.

საქმე ეხებოდა სამუშაოდან უკანონო და დაუსაბუთებელ გათავისუფლებას და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელეებმა გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, თამილა აბაშიას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, თამილა აბაშია აღდგენილ იქნა თბილისის #202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე.

მოპასუხე მხარეს კი დაეკისრა მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თამილა აბაშიასთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ~ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით მოხდა.

ამ გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ უსინათლო პედაგოგს დარღვეული შრომითი უფლებები აღუდგინა, რითაც მას საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება