სიახლეები
37 წლამდე სასჯელის დამძიმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

[ 2010-03-23 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მსჯავრდებულების რევაზ ჩაგუნავასა და გია წულაიას მიმართ.
გია წულაიას ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გაუპატიურებაში, ძარცვის 2 ეპიზოდში და ყაჩაღობაში ედებოდა. ხოლო რევაზ ჩაგუნავას ბრალი ძარცვაში დაედო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გია წულაიამ ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლება ს. ა.-ს აღუკვეთა და 9 დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, ძალადობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი და გასტაცა ოქროს ნივთები. მას ბრალი ძარცვისა და ყაჩაღობის ეპიზოდებშიც დაედო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გია წულაია დანაშაულის 3 ეპიზოდში გაამართლა, დამნაშავედ კი ყაჩაღობაში და ძარცვის 1 ეპიზოდში სცნო. საბოლოოდ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რევაზ ჩაგუნავას კი ძარცვისათვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პირველი ინსტანციის განაჩენი როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარემ გასაჩვრა.

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელციო საჩივრით გია წულაიას ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, მისთვის სასჯელის გამკაცრებას და 37 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ითხოვდა.

გ. წულაიას და მისი დამცველის მოთხოვნა გამამართლებელი განაჩენის დადგენა იყო, ხოლო რ. ჩაგუნავა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა.

სააპელაციო პალატამ სრულყოფილად შეისწავლა საქმე, მოუსმინა ბრალდების მხარეს, დაკითხა დაზარალებული და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები იყო უსაფუძვლო და უარი უთხრა პროკურორს ბრალდებისა და სასჯელის დამძიმებაზე.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება