სიახლეები
უვადო პატიმრობამისჯილის საქმე სააპელაციო სასამართლოშია

[ 2010-03-24 ]

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო უვადო პატიმრობაში მყოფი თეიმურაზ შარაშენიძის ბრალდების საქმეს განიხილავს.
უვადო პატიმრობა თეიმურაზ შარაშენიძეს დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებითა და შეკვეთით, არაერთზის განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის მიესაჯა.
სასამართლო განაჩენის მიხედვით, პირველი მკვლელობა მსჯავრდებულმა 1994 წლის 8 ივლისს როლანდ დიღმელაშვილთან ერთად მეტროსადგურ ,,ახმეტელი”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაიდინა, მან განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ ორი პოლიციელი მოკლა.
მეორე მკვლელობა შარაშენიძემ შეკვეთით განახორციელა. მკვლელობის შემკვეთი გარდაცვლილის, ზურაბ ზუბადალაშვილის სიმამრი _ რევაზ ჩაჩუა იყო, დანაშაულის შესახებ გარდაცვლილის მეუღლემ და მკვლელობის შემკვეთის ქალიშვილმა, თამარ ჩაჩუამაც იცოდნენ.
2003 წლის 15 სექტემბერს თეიმურაზ შარაშენიძემ როლანდ დიღმელაშვილთან ერთად, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, იარაღიდან რამდენიმე გასროლით, ზურაბ ზუბადალაშვილი მოკლა, მათ მსხვერპლზე საკონტორო გასროლაც განახორციელეს, რის შედეგადაც, ზუბადალაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ სცნობს.
განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის გამართლებაა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება