სიახლეები
ქურდობაში თანამონაწილეებს სასჯელი შეუმცირდათ

[ 2010-04-06 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქურდობაში მსჯავრდებულების საქმის განხილვა დაასრულა. ლ. ლასარეიშვილს და ვ.როგავას მსჯავრი ქურდობის მცდელობასა და დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის დაედოთ.
2009 წლის 5 აგვისტოს მსჯავრდებულებმა ერთიანი განზრახვით და ერთობლივი მოქმედებით სამარშრუტო მიკროავტობუსში ქალბატონისთვის საფულის მოპარვა სცადეს, თუმცა განზრახვის ბოლომდე მიიყვანა ვერ შეძლეს, რადგან მათი ქმედება დაზარალებულმა შეამჩნია. ამასობაში ლ. ლასარიშვილმა მამაკაცს პერანგის ჯიბიდან ფარულად საფულე ამოაცალა , რომელშიც მხოლოდ პირადობის მოწმობა ინახებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ქურდობაში თანამონაწილეები ორივე დანაშაულში ამხილა. ლ. ლასაერიშვილს, როგორც ქურდობის მცდელობის უშუალო შემსრულებელს, სასჯელის ზომად 5 წელი და 9 თვე, ხოლო ვ.როგავას, როგორც დანაშაულის თანაამსრულებელს, აგრეთვე ადრე ნასამართლევს, 6 წელი და 6 თვე შეუფარდა.
განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა და მათი გამართლება ითხოვა. მისი თქმით, საქმეში არ მოიძებნება უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ქურდობის ფაქტს ეჭვგარეშე დაადასტურებდა.
სააპელაციო პალატამ საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულებათა ერთობლივი გამოკვლევის შედეგად მიიჩნია, რომ პირადობის მოწმობის გატაცების ეპიზოდში ქმედება არასწორად არის დაკვალიფიცირებული, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში გაუქმდა.
თბილისი სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ლ. ლასარიშვილი და ვ.როგავა უდანაშაულოდ სცნო პირადობის მოწმობის ფარულ დაუფლებაში და ორივე მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება