სიახლეები
10 წლიანი პატიმრობა მცირეწლოვნის მკვლელობისთვის

[ 2010-04-15 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცირეწლოვნის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით, 2 არასრულწლოვანი - ვ.გ და ი.ა ჩადენილი დანაშაულისთვის 10 წლიან სასჯელს მოიხდიან.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 15 წლის მსჯავრდებულებს ბრალი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, მცირეწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ედებათ.
2009 წლის აგვისტოს თვეში ვ.გ-მ და ი.ა-მ ჯართის შეგროვებაში დახმარების საბაბით, 9 წლის ა.ბ. მოტყუებით ჩაიყვანეს მიტოვებულ სარდაფში, შეუკრეს ხელ-ფეხი და მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, მასთან გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირი დაამყარეს. ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მათ გაუპატიურებული მცირეწლოვანი თავში სამშენებლო ბლოკის ნატეხის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვნებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს და გამართლება ითხოვეს. სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზით, უტუარად დადასტურებულად მიიჩნია, არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და სასჯელის ზომად მსჯავრდებულების ასაკის გათვალისწინებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი სააპელაციო წესით მხოლოდ ერთი მსჯავრდებულის - ვ.გ.-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა. სასამართლო პალატამ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერად, ხოლო მსჯავრდებულთა ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და შეფარდებული სასჯელის ზომა დასაბუთებულად და სამართლიანად ჩათვალა და განაჩენი უცვლელი დატოვა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება