სიახლეები
შეკვეთილი მკვლელობის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასრულდა

[ 2010-04-28 ]

2010 წლის 28 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების _ თეიმურაზ შარაშენიძისა და რევაზ ჩაჩუას საქმის განხილვა დასრულდა. საქმე ეხებოდა 2003 წელს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას, როდესაც სიმამრმა _ რევაზ ჩაჩუამ, სიძის _ ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობა თეიმურაზ შარაშენიძესა და როლანდ დიღმელაშვილს შეუკვეთა.
საბრალდებო დასვნის მიხედვით, შეკვეთის მიღების შემდეგ, თეიმურაზ შარაშენიძე ზურაბ ზუბადალაშვილს ჩაუსაფრდა, მისი მიმართულებით არაერთგზის გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მსხვერპლზე საკონტროლო გასროლის განხორციელების შემდეგ მიიმალა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვას 6 სხდომა დაუთმო. პალატამ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე. დაცვის მხარის ყველა დასაბუთებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარის მოთხოვნით, სასამართლომ 2 ექსპერტი და 3 მოწმე დაკითხა, მაგრამ აღნიშნულმა მტკიცებულებებმა ვერ გააბათილა შარაშენიძის ბრალეულობა, რის გამოც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და არ არსებობს მასში ცვლილების შეტანის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ დაცვის მხარიs სააპელაციო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებითა და შეკვეთით, არაერთგზის განზრახი მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის მსჯავრდებული თეიმურაზ შარაშენიძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება