სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2010-05-19 ]NEW

2010 წლის 19 მაისიდან საქართველოს კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
- ცვლილება:
ა. 388-ე მუხლის (სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება) პირველი და მესამე ნაწილები, შენიშვნა;
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
- ცვლილება:
ა. 1851-ე მუხლი (პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა).
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
- დამატება:
ა. 1351-ე მუხლი (საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა).
ბ. 1543-ე მუხლი (სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა).
- ცვლილება:
ა. 1741-ე მუხლის (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მე-4 ნაწილი;
ბ. 208-ე მუხლი (რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები);
გ. 2093-ე მუხლი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები);
დ. 239-ე მუხლის (ადმინისტრაციული სამართალდარღევის ოქმი) მე-14, 27-ე და 49-ე მუხლები;
ე. 242-ე მუხლის (შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება);
ვ. 246-ე მუხლის (ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება) ″ა″ ქვეპუნქტი;
ზ. 247-ე მუხლის (ადმინისტრაციული დაკავების ვადები) პირველი ნაწილი;
თ. 248-ე მუხლის (პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა) მე-2 ნაწილი;
ი. 276-ე მუხლის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვა) პირველი ნაწილი;
კ. 278-ე მუხლის (საჩივრის ან პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო) მე-3 ნაწილი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება