|
საერთო სასამართლოებიგარდაბნის რაიონული სასამართლო |
|
ლაზარე ძირკველაშვილი
დაიბადა 1965 წლის 28 მარტს ქალაქ რუსთავში.
1972 წელს შევიდა და 1982 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #6 საშუალო სკოლა.
1982-1983 წლებში სწავლობდა ქ. რუსთავის #94 ტექნიკურ სასწავლებელში - აირ-შემდუღებლის სპეციალობაზე.
1983-1985 წლებში გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს.
1987 წელს ჩააბარა სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მეტალურგიულ ფაკულტეტზე.
1993-1994 წლებში მუშაობდა ს.ტ.უ.-ს სტუდენტურ კავშირში სასწავლო სამეცნიერო განყოფილების უფროსად.
1995 წლიდან 1996 წლის ივლისამდე მუშაობდა სრულიად საქართველოს სტუდენტურ ლიგაში _ საქმეთა მმართველის თანამდებობაზე.
1995 წელს ჩაირიცხა ს.ტ.უ.-ს ჰუმანიტარულ ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს.
1997-2002 წლებში მუშაობდა ქვემო ქართლის მომხმარებელთა კავშირის იურიდიულ ცენტრში იურისტ-კონსულტანტად.
1997-1999 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში საინფორმაციო ანალიტიკურ სამსახურში მთავარ სპეციალისტად.
1999 წლიდან ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას.
2002 წლიდან არის სს. “ქიმბოჭკოს” გაკოტრების მმართველი.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 დეკემბერს #646 ბრძანებულებით დაინიშნა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 დეკემბრის #1682 განკარგულებით დაინიშნა გარდაბნის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.
|
|
|