სტრუქტურაადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მერაბ ლომიძე

დაიბადა 1978 წლის 11 იანვარს, ქ. ხაშურში.

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ აბისის საშუალო სკოლა.

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა (სამოქალაქო სამართლის კათედრა).

2006 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სამოქალაქო სამართლის სპეციალობაზე, მუშაობდა თემაზე ''სამოქალაქო უფლებათა დაცვა''.

2000-2002 წლებში მუშაობდა ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწედ სამართლებრივ საკითხებში.

2001-2002 წლებში ჩარიცხული იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეთა რეზერვში (კონკურსის საფუძველზე).

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეათა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2007 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

2007 წელს (ივნისიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანაშემწედ.

ჟურნალ სამართალში გამოქვეყნებული აქვს სტატია ''მტკიცებულებათა შეფასება''.

არის საერთო სასამართლოების მოხელეთა ეთიკის კოდექსისა და მისი კომენტარების ერთ-ერთი თანაავტორი.

2007 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და შვილი.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება