|
სტრუქტურაადმინისტრაციულ საქმეთა პალატა |
|
თეა ძიმისტარაშვილი
დაიბადა 1973 წლის 6 აგვისტოს. დაბა გულრიფშში.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
1997-1999 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს გუდაუთის რაიონის სასამართლოს კანცელარიის გამგედ.
1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2002-2003 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროში მრჩეველად საკადრო საკითხებში, შემდეგ მინისტრის აპარატის უფროსად.
2003-2004 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2004-2005 წლებში მუშაობდა სს ''საქჰიდროენერგომშენის'' ფილიალ ''ჰიდრომშენსერვისის'' იურისტად.
2005-2006 წლებში იყო ქ. გაგრის მერის მოადგილე, შემდგომ პირველი მოადგილე.
2005-2007 წლებში იყო სს ''საქჰიდროენერგომშენის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
2007 წლიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2008 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.
2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე ასრულებდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.
2008-2011 წლებში ახორციელებდა მცხეთის რაიონული სასმართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.
2011 წლის მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
|
|
|