სტრუქტურაადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
ირაკლი შენგელია

დაიბადა 1976 წლის 27 დეკემბერს, ქ.სამტრედიაში.

1993 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის #2 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

1994-1995 წლებში (სწავლის პერიოდში) მუშაობდა სამტრედიის რაიონის სასამართლოს არქივარიუსად.

1995-1999 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლად.

1999-2000 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამშემწედ.

2000-2001 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

2002-2003 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

2004-2005 წლებში მუშაობდა შსს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე.

2005 წელს (მარტიდან სექტემბრამდე) მუშაობდა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2007 წელს (ივლისიდან ნოემბრამდე) მუშაობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და მიღებული აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩათვლები მკვლელობის და სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის პრობლემებზე.

2007 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება