სტრუქტურასაგამოძიებო კოლეგია
დავით ერქვანია

დაიბადა 1950 წლის 20 ივნისს, გეგეჩკორის (ახლანდელი მარტვილის) რაიონში.

1967 წელს დაამთავრა ქ. ცხაკაიას (ახლანდელი სენაკის) მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლა.

1980 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1980-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საერთო ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად.

1984-1987 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პირველი მაისის (დიდუბის) რაიონის პროკურორის მოადგილედ.

1987-1991 წლებში იყო ქ. თბილისის პირველი მაისის (დიდუბის) სახალხო რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე.

1991 წელს (თებერვლიდან ივლისამდე) იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს წევრი.

1991-1999 წლებში იყო მცხეთის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე.

2001-2002 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის უფროს თანაშემწედ.

2002 წლის 20 მარტიდან მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების უფროსად.

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.


ჰყავს მეუღლე და შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება