სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა
კახაბერ მაჭავარიანი

დაიბადა 1969 წლის 4 ნოემბერს ქ. ტყიბულში.

1986 წელს დაამთავრა ქუთაისის #1 საშუალო სკოლა.

1987-1990 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ტექნიკურ თანაშემწედ.

1998-2001 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორი.

2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორის, უფროსი პროკურორისა და განყოფილების უფროსის თანამდებობებზე.

2004-2010 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე.

2010-2011 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012 წლის 1 ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება