სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მარინა ხოლოაშვილი

დაიბადა 1955 წლის 23 აგვისტოს, ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში.


1972 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო ეკონომიური ტექნიკუმი საქმისწარმოების ორგანიზაციის სპეციალობით.

1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1977-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში თავჯდომარის პირად მდივნად.

1980-1986 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოში უფროს ინსპექტორად.

1986-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ უმაღლეს და შემდგომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში მისაღებისა და საჩივრების განყოფილების კონსულტანტად.

1991-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში სასამართლო პრაქტიკისა განზოგადების განყოფილების უფროს კონსულტანტად, ხოლო 1998 წელს (მარტიდან ივლისამდე) - ამავე განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.

1999-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2006 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება