|
სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა |
|
მზია ლომთათიძე
დაიბადა 1964 წლის 16 სექტემბერს, ქ. თბილისში.
1982 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #15 საშუალო სკოლა.
1989 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1981-1999 წლებში მუშაობდა თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოში სხდომის მდივნად და კანცელარიის გამგედ.
1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში კანცელარიის გამგედ.
2000-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
|
|
|