სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა
გიორგი ჩემია

დაიბადა 1967 წლის 28 ნოემბერს, ქ. რუსთავში.

1984 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის შ. რუსთაველის სახელობის #2 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1992-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების სხდომის მდივნად.

1993-1994 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოს ექსპედიციის გამგედ.

1994-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქალაქეთა საჩივრებისა და მიღების განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1999 წელს (აგვისტოდან ოქტომბრამდე) მუშაობდა მავე განყოფილების უფროსად.

1999-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2002-2006 წლებში იყო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

2006 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ჰყავს მეუღლე.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება