სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მიხეილ ბებიაშვილი

დაიბადა 1971 წლის 16 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში.

1988 წელს დაამთავრა ზესტაფონის #2 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1991 წელს (აპრილიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილებაში ინსპექტორად.

1991-1997 წლებში მუშაობდა მავე განყოფილების უფროს ინსპექტორად.

1994-1997 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამდივნოს.

1997 -1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს კანცელარიის გამგედ.

1999-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრატორად.

1998 წელს სწავლება გაიარა აშშ-ის II ოლქის სააპელაციო სასამართლოში - სასამართლო საქმისწარმოების და ადმინისტრირების საკითხებზე.

1999 წელს სწავლება გაიარა აშშ-ის ტ. მარშალის სახელობის ფედერალურ სასამართლო ცენრში - საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების სისტემების შესახებ
.
2000 წელს სწავლება გაიარა საფრანგეთში, გრეფიების ეროვნულ სკოლაში, ევრო კავშირისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტით, სასამართლო პერსონალის მომზადების და გადამზადების საკითხებზე.

2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება