სიახლეები
ახალი ბროშურა სისხლის სამართლის პროცესში
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2010-07-12 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მიერ შემუშავდა ახალი ბროშურა: ,,სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში’’.
ბროშურა, რომელიც განკუთვნილია იურიდიული განათლების არმქონე პირთათვის. იგი მიზნად ისახავს: დაეხმაროს საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის მონაწილეებს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრულ და ხარისხიან დაცვაში, გააცნოს მათი ვალდებულებები. ბროშურაში მოკლედ, ნათლად და ლაკონურად არის გადმოცემული სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა: მსჯავრდებულის, მისი დამცველის, პროკურორის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, სამოქალაქო მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის, მისი წარმომადგენლის, ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის და მოწმის უფლება-მოვალეობები.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება