სიახლეები
ახალი ბროშურა სამოქალაქო სამართლის პროცესში
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2010-07-13 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურომ შეიმუშავა ახალი ბროშურა სამოქალაქო სამართალში: ,,საქმის ზეპირი მოსმენა (მთავარი სხდომა)’’.
ვფიქრობთ, ბროშურა საინტერესო იქნება იურიდიული განათლების არმქონე პირთათვის. მასში განმარტებულია საქმის ზეპირი განხილვის მნიშვნელობა, პროცესზე გამოცხადების ვალდებულება და გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგები, მხარეთა უფლებები და ვალდებულებები სასამართლო სხდომაზე მიწვევიდან საქმის განხილვის დასრულებამდე, მთავარი სხდომის ეტაპები, მათი თანმიმდევრობა და სხვა საორიენტაციო საკითხები, რაც დაგეხმარებათ ზეპირი განხილვისთვის მომზადებისას და სასამართლოში გამოცხადების შემდეგ. ბროშურაში მოცემულია როგორც სამართლებრივი, ისე პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზში, ვის უნდა მიმართოთ დახმარებისთვის, პროცესის რომელ სტადიაზე უნდა გამოიყენოთ კონკრეტული საპროცესო უფლებები და ა.შ.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება