სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვა დაასრულა

[ 2010-09-21 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ცოტნე გამსახურდიას სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის განაჩენით ცოტნე გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაედო. მას სასჯელის სახით 9 წელი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად 2009 წლის 27 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდიასა და მის მეზობელ დავით ბაჯელიძეს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიქმნა. შურისძიების მოტივით ცოტნე გამსახურდიამ დ. ბაჯელიძის სიცოცხლის მოსპობა განიზრახა და უკანონოდ შეძენილი პისტოლეტით ბაჯელიძის მიმართ ერთი გასროლა მოახდინა. გასროლის შედეგად დ. ბაჯელიძეს სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიადგა. გადაუდებელი ოპერაციის შედეგად დ. ბაჯელიძეს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ცოტნე გამსახურდიამ წარდგენილი ბრალდება უარყო, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გამართლება მოითხვა.
სააპელაციო პალატა, საქმის შესწავლისა და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება უტყუარად დასტურდება და არ არსებობს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ სხვა მტკიცებულებებთან ერთად აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო, როგორც ფაქტის თვითმხილვევი მოწმის ჩვენება, ასევე ცოტნე გამსახურდიას მამხილებელი ფარული ჩანაწერები, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები და ცოტნე გამსახურდიას ტანსაცმელზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმადაც მსჯავრებულის სამოსზე დენთის კვალის არსებობა დასტურდება.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება