სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2010-10-04 ]

2010 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
- ცვლილება:
ა. 39-ე მუხლის (სასჯელის მიზანი) მე-2 ნაწილი;
ბ. 44-ე მუხლის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) 1-ლი ნაწილი;
გ. 50-ე მუხლის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) 1-ლი ნაწილი;
დ. 72-ე მუხლის (სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება) 1-ლი, მე-2 და მე-7 ნაწილები;
ე. 73-ე მუხლის (სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით) 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილები;
ვ. 74-ე მუხლის (სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო) მე-2 და მე-5 ნაწილები;
ზ. 98-ე მუხლის (სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება) 1-ლი ნაწილი;
თ. 3421 მუხლი (პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა);
ი. 378-ე მუხლი (პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია);
კ. 3781 მუხლი (პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა);
ლ. 3782 მუხლი (პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა, ტარება, ამ საგნით სარგებლობა);
მ. 379-ე მუხლი (დაკავების ადგილიდან, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა);
ნ. 380-ე მუხლი (თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება).
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- ცვლილება:
ა. 1005-ე მუხლის (სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის) მე-3 ნაწილი;
ბ. 1139-ე მუხლის (მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების წესი) მე-2 ნაწილი;
გ. 1359-ე მუხლის (ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები) ″ე″ ქვეპუნქტი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
- ცვლილება:
ა. 96-ე მუხლის (წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმება) 1-ლი ნაწილი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი
- ცვლილება:
ა. მე-14 მუხლის (საქველმოქმედო საქმიანობა) 1-ლი ნაწილის ″ა.ვ″ ქვეპუნქტი;
ბ. 281-ე მუხლის (გარდამავალი დებულებანი) 23-ე ნაწილის ″დ″ ქვეპუნქტი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს ორგანული კანონი ″საქართველოს საარჩევნო კოდექსი″
- ცვლილება:
ა. მე-5 მუხლის (საყოველთაო საარჩევნო უფლება) მე-2 პუნქტი;
ბ. მე-9 მუხლის (ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი) მე-5 პუნქტის ″თ″ ქვეპუნქტი და 111 პუნქტი;
გ. მე-10 მუხლის (ამომრჩეველთა სპეციალური სია) 1-ლი პუნქტის ″გ″ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი;
დ. მე-11 მუხლის (ამომრჩეველთა სიის დანართი (გადასატანი საარჩევო ყუთის სია)) 1-ლი პუნქტის ″ბ″ ქვეპუნქტი;
ე. მე-13 მუხლის (ამომრჩეველთა სიებისა და დანართის გამოქვეყნება) მე-2 პუნქტის ″გ″ ქვეპუნქტი.
ვ. 56-ე მუხლის (ამომრჩეველთა მარკირება) მე-5 პუნქტი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს კანონი ″სააღსრულებო წარმოებათა შესახებ″
- დამატება:
ა. 36-ე მუხლის (აღსრულების შეჩერება და მისი ვადები) მე-3 ნაწილი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)


საქართველოს კანონი ″საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ″
- ცვლილება:
ა. მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის ″ბ″ ქვეპუნქტი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს კანონი ″საჯარო სამსახურის შესახებ″
- ცვლილება:
ა. მე-11 მუხლის (საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება) მე-2 პუნქტის ″მ″ ქვეპუნქტი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)


საქართველოს კანონი ″პროკურატურის შესახებ″
- ცვლილება:
ა. მე-3 მუხლის (პროკურატურის ამოცანები) 1-ლი პუნქტის ″ე″ ქვეპუნქტი;
ბ. მე-17 მუხლის (პირთა უფლებების დაცვა და საპროცესო მოვალეობათა განხორციელება დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში) სათაური და 1-ლი პუნქტის ″ა″ ქვეპუნქტი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება