სიახლეები
სასამართლოს ნორვეგიელი მოსამართლეების დელეგაცია ესტუმრა

[ 2010-10-07 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნორვეგიელი მოსამართლეები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეებსა და აპარატის მოხელეებს შეხვდნენ. კოლეგებმა ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, სხდომის დარბაზები და დაესწრნენ პროცესებს.
ნორვეგიელი მოსამართლეების მიზანია ქართული სასამართლო სისტემის გაცნობა და საერთო სასამართლოებში მიმდინარე რეფორმებზე დაკვირვება. ნორვეგიელ სტუმრებში განსაკუთრებული მოწონება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოქმედმა საქმეთა მართვის პროგრამამ (CMS) გამოიწვია.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი და ნორვეგიელი მოსამართლეები სამომავლო გეგმებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება