სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ დავა მეწარმის სასარგებლოდ გადაწყვიტა

[ 2010-12-23 ]

2010 წლის 23 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შპს რიცეულაჰესის სააპელაციო საჩივარი განიხილა, მოწინააღმდეგე მხარეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.
შპს რიცეულაჰესი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2009 წლის 11 სექტემბრის საგადასახადო მოთხოვნისა და მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოების იმ ბრძანებების ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზე საწარმოს დამატებითი ღირებულების გადასახადში გადასახდელად დაერიცხა 18 105.49 ლარი, საიდანაც 14 484,39 ლარი წარმოადგენდა ძირითად გადასახადს, ხოლო 3 621.1 ლარი ჯარიმას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შპს რიცეულაჰესმა მომსახურეობა მიიღო შპს სორელისაგან, ხოლო შპს სორელმა თავის მხრივ, სადავო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერა მათი საგადასახადო ორგანოდან გამოტანის თარიღზე ადრეული თარიღით, რაც საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, შპს რიცეულაჰესის მიმართ დღგ-ს ჩათვლების გაუქმების საფუძველი გახდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის თარიღებში ცდომილება ერთ-ორ დღეს შეადგენდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტლება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: გაუქმდა სადავო `საგადასახადო მოთხოვნა~ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზეც შპს რიცეულაჰესს დარიცხული ჰქონდა გადასახდელად 18 105.49 ლარი და თბილისის რეგიონულ ცენტრს, (საგადასახადო ინსპექციას) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება