სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2011-01-03 ]

2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

საქართველოს კონსტიტუცია

- ცვლილება:
ა. პრეამბულა;
ბ. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი;
გ. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი;
დ. 21-ე მუხლი;
ე. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
ვ. 37-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები;
ზ. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი;
თ. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
ი. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნა;
კ. მე-60 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები;
ლ. 70-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები;
მ. 70-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნა;
ნ. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნა;
ო. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
პ. 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტი;
ჟ. 90-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები;
რ. 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი;
ს. 95-ე მუხლის პირველი პუნქტი;
ტ. 95-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნა;
უ. 96-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.

- დამატება:
ა. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი;
ბ. 29-ე მუხლის 11 პუნქტი;
გ. 341 მუხლი;
დ. 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ვ2 და ვ3 ქვეპუნქტები;
ე. მე-71 თავი (ადგილობრივი თვითმმართველობა).


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

- ცვლილება:
ა. მე-16 მუხლის (სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება) 1-ლი ნაწილი;
ბ. 24-ე მუხლის (ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი) 1-ლი ნაწილის ″გ″ და ″დ″ ქ/პ;
გ. 28-ე მუხლი (იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო);
დ. 29-ე მუხლის (იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო);
ე. 38-ე მუხლის (ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები) მე-4 ნაწილი;
ვ. 1291 მუხლის (დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა) შენიშვნის მე-2-მე-4 პუნქტები;
ზ. 194-ე მუხლი (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა);
თ. 208-ე მუხლი (რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები);
ი. 219-ე მუხლის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები) მე-2 ნაწილის ″ბ″ ქ/პ;
კ. 239-ე მუხლის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) მე-10, 29-ე, 521, 57-ე ნაწილები;
ლ. 246-ე მუხლის (ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება) ″ე″ ქ/პ;
მ. 248-ე მუხლის (პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა) 1-ლი, მე-3 და მე-6 ნაწილები;
ნ. 268-ე მუხლის (საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა) მე-5 ნაწილი;
ო. 291-ე მუხლის (დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება) მე-4 ნაწილი.
- დამატება:
ა. 14410 მუხლი (ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის (მათ შორის, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) კინოდარბაზში ჩვენება პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების ან გახმოვანების პირობის დაუცველად, ანდა ფილმის არაპირველადი წარმოების ენაზე ჩვენება).


საქართველოს კანონი ″ნორმატიული აქტების შესახებ″

- ცვლილება:
ა. 30-ე მუხლის (კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნა;
ბ. 31-ე მუხლი (2011 წლის 1 იანვრამდე ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და სისტემატიზაციის დროებითი წესი) ამოღებულ იქნა;
გ. 32-ე მუხლი (2011 წლის 1 იანვრამდე ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარის თქმის დროებითი წესი) ამოღებულ იქნა.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება