სიახლეები
საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 90 წელი გავიდა
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2011-02-21 ]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფედერალურმა კრებამ 90 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია. საქართველოს პირველი კონსტიტუცია შედგებოდა 17 თავისა და 149 მუხლისაგან. მასში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ადამიანის უფლებების დაცვას (ნორმათა თითქმის ნახევარი).
საგარეო ინტერვენციის გამო 1921 წლის კონსიტუტიციას ფაქტიურად არ უმუშავია, თუმცა იგი გახდა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის საფუძველი.
საქართველოს მოქმედი კოსტიტუციის პრეამბულის თანახმად:
,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.’’
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება