სიახლეები
შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

[ 2011-03-24 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატამ შემოსავლების სამსახურის პოზიცია არ გაიზიარა და დავა მეწარმის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო `შესწორებული საგადასახადო მოთხოვნა~, რომლითაც შ.პ.ს. ,,მშენებელი 2’’-ს საშემოსავლო გადასახადის სახით 66122.25 ლარი დაერიცხა, გამოცემული იყო საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის დარიცხვის კანონიერების საკითხის შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს არგუმენტები, ბათილად ცნო ახალციხის რეგიონული ცენტრის `შესწორებული საგადასახადო მოთხოვნა~ და საგადასახადო ორგანოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება