სიახლეები
პედაგოგი სკოლას დაუბრუნდა

[ 2011-03-29 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე მანანა სონღულაშვილის სამოქალაქო დავა პედაგოგის სასარგებლოდ დასრულდა.
საქმე ეხებოდა სამუშაოდან უკანონო და დაუსაბუთებელ გათავისუფლებას და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
თელავის რაიონის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებამდე, მ. სონღულაშვილი ჯერ დირექტორის პირველი მოადგილის შემდეგ, დაწყებითი კლასის ხელმძღვანელის, ბოლოს კი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობდა.
2010 წლის 01 აგვისტოს მ. სონღულაშვილი არაკვალიფიციურობის გამო დირექტორმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თელავის რაიონის, სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის დირექტორის მტკიცება პედაგოგის არაკვალიფიციურობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საპირისპიროდ სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან პედაგოგის გათავისუფლების წესის დარღვევის ფაქტი და გაიზიარა მ. სონღულაშვილის, როგორც კვალიფიციური კადრის შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან მიმართებაში.
სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მანანა სონღულაშვილის უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება და მიღწევები პროფესიულ საქმიანობაში, მისი ჯილდოები, სერთიფიკატები, საკონკურსო პრემიები, მათ შორის ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამართულ კონკურსზე ,,წლის საუკეთესო მასწავლებლის” მესამე პრემია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. სონღულაშვილი თანამდებობას დაუბრუნდა, განაცდური ხელფასის ანაზღაურებით.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება