სიახლეები
45 000 ლარი მეწარმის სასარგებლოდ

[ 2011-03-31 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას, მეწარმის პოზიცია გაიზიარა და ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა.

ადმინისტრაციულმა ორგანომ მეწარმე `მაგი 2008~-ს საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე 45 199,34 ლარის გადახდა დააკისრა. მეწარმე სანქციის დაკისრების საფუძვლიანობის დადგენას ჯერ ზემდგომ ორგანოში, შემდგომ კი სასამართლოში შეეცადა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გადასახადის დარიცხვის აქტები გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე და `მაგი 2008~-ს სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები და შემოსავლების სამსახურს გადასახადის დარიცხვის კანონიერების გადამოწმება დაავალა.





სადავო გადასახადი
45 000 მეწარმის სასარგებლოდ
მეწარმე 45 000 ლარის გადახდისგან გათავისუფლდა
სააპელაციო სასამართლომ მეწარმის ინტერესები გაითვალისწინა
სასამართლო გადაწყვეტილებით მეწარმეს 45 000 ლარის გადახდა აღარ მოუწევს
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება