სიახლეები
შენიშვნის გამო ჩადენილი მკვლელობა

[ 2011-06-03 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შოთა შავგულიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
28 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შოთა შავგულიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისა და პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის მიესაჯა.
საქმის მასალების მიხედვით ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, შოთა შავგულიძე ძმასთან და მეგობართან ერთად სავაჭრო ცენტრ `ქარვასლა 2003~-ში მივიდა და ჯიხურის გამყიდველს არყის ვალად მიცემა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მსჯავრდებული და მისი თანმხლები პირები დაჟინებით აგრძელებდნენ სასმელის მოთხოვნას. გამყიდველთან არასათანადო ტონით საუბრის გამო მაღაზიაში მყოფმა ირაკლი სარაულმა მათ შენიშვნა მისცა.
მსჯავრდებულმა შენიშვნა არ მიიღო, ი. სარაული გარეთ გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ჩადენილი ქმედებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლომ შოთა შავგულიძეს 28 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრეს და გამართლება მოითხოვეს. ადვოკატების მტკიცებით შოთა შავგულიძემ მკვლელობა არა განზრახ, არამედ ი. სარაულის თავდასხმის მოგერიების მიზნით ჩაიდინა.
აპელანტთა მოთხოვნა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვინაიდან, თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით დადგინდა, რომ ი. სარაულს რამოდენიმე პირი ურტყამდა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ ი. სარაულისათვის მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობები ზემოდან ქვევით მიმრთულებისაა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მისთვის განზრახ დაზიანების მიყენების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილ ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და განაჩენი უცვლელად დატოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება