სიახლეები
სისხლის სამართლის პალატამ შეკვეთილი მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა

[ 2011-07-13 ]

საქმის ვითარება შემდეგში მდგომარეობდა: 2009 წლის აპრილის თვეში ოჯახური კონფლიქტის გამო ინგა წულაძემ მისი მეუღლის გ. წულაძის მოკვლა გადაწყვიტა. ის თავისი მოახლის ელენე თუშიშვილის და მდგმურის ზვიად საყვარელიძის მეშვეობით დაუკავშირდა ზ.სოლომნიშვილს, ვინც დასთანხმდა 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოეკლა მისი მეუღლე. აღნიშნულმა პირებმა შეიმუშავეს გეგმა და ზ. სოლომნიშვილს მიაწოდეს გ. წულაძის გადაადგილების მარშუტი. იმავე წლის 29 აპილს, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზ. სოლომნიშვილი ჩაუსაფრდა გ. წულაძეს და ცეცხლსასროლი იარაღის ერთი გასროლით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

მკვლელობიდან მეორე დღეს ი. წულაძემ შესრულებული სამუშაოსათვის ზ. სოლომნიშვილს გასამრჯელო, 5000 აშშ დოლარის ოდენობით გადაუხადა.

ინგა წულაძეს მეუღლის გიორგი წულაძის შეკვეთილი მკვლეობის ორგანიზებისათვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, უშუალოდ ამსრულებელს ზურაბ სოლომნიშვილს უვადო პატიმრობა, ხოლო შუამავლს, ოჯახის ძიძას ელენე თუშიშვილს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება