სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2011-07-15 ]

2011 წლის 15 ივლისიდან კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
- დამატება:
ა. 24-ე მუხლის (ადმინისტრაციული სახდელის სახეობანი) 1-ლი ნაწილის ,,ე1” ქ/პ და მე-3 ნაწილი;
ბ. 45-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე) შენიშვნის მე-4 ნაწილი;
გ. 116-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის) შენიშვნის მე-9 ნაწილი;
დ. 117-ე მუხლის (ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება) შენიშვნის მე-4 ნაწილი;
ე. 121-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის) შენიშვნის მე-4 ნაწილი;
ვ. 123-ე მუხლის (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა) შენიშვნის მე-5 ნაწილი;
ზ. 150-ე მუხლის (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება) შენიშვნა;
თ. 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) შენიშვნა;
ი. 171-ე მუხლის (საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა) შენიშვნა;
კ. 173-ე მუხლის (სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) შენიშვნა;
ლ. 1741 მუხლის (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევა) შენიშვნა;
მ. 1749 მუხლის (წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა) შნიშვნა;
ნ. 1752 მუხლის (დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) შენიშვნა;
ო. 1971 მუხლის (სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით) შენიშვნა;
პ. 1972 მუხლის (სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევა) შენიშვნა;
ჟ. 1973 მუხლის (სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით) შენიშვნა.

- ცვლილება:
ა. 25-ე მუხლი (ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები);
ბ. 1002 მუხლის (მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) შენიშვნა;
გ. 1771 მუხლის (საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების წესების დარღვევა) შენიშვნა.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)



[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება