სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმე დაასრულა

[ 2011-07-20 ]

თბილისის საააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ცოტნე გამსახურდიამ ქრთამი მისცა ერთ-ერთ მოხელეს თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, რის სანაცვლოდაც მას უნდა განეხორციელებინა უკანონო ქმედება.

საქმის მასალების მიხედვით: სასჯელის მოხდის პერიოდში, ცოტნე გამსახურდია, კონტროლის გვერდის ავლით, მალულად, სხვადასხა ადრესატებისათვის წერილების გადაგზავნას შეეცადა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ის ამავე დაწესებულების რეჟიმის განყოფილების კონტროლიორს დაუკავშირდა და ფარული კორესპონდეციის გადაცემისთვის ქრთამის სახით 500 ლარის გადაცემას დაჰპირდა. რაც საკუთარი ნათესავის დახმარებით განახორციელა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას დანაშაულის ჩადენა დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ფულადი თანხის ამოღების ოქმებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, დათვალიერების ოქმებით. მსჯავრედბულს განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა13 წლით და 2 თვით მიესაჯა.
სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულემა სააპელაციო სასამართლოს მიმართა და გამართლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დატოვა, რადგან უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა, სადაც მის მიერ მითითებული არგუმენტები არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს .
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება