სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცხოელი ბიზნესმენების საქმე დაასრულა

[ 2011-07-26 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა. მათ მსჯავრი ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო მოხელისათვის ქრთამის შეთავაზებისათვის დაედოთ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის ზეევ ფრენკელს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, დამატებითი სასჯელის სახით კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 000 ლარის გადახდა დააკისრა.
რონი ფუქსს კი თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეუფარდა და დამატებითი სასჯელის სახით 500 000 ლარი გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა.
პირველი ინსტანციის განაჩენი მსჯავრდებულებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გამართლება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის სრულყოფილი განხილვა გაიმართა. ზეპირი მოსმენის დროს სასამართლომ გამოიკვლია ახალი მტკიცებულებები, მათ შორის დაკითხა დაცვის მხარის მიერ მოწვეული დამატებითი მოწმეები. დაკითხული მოწმეებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება