სიახლეები
3 შვილის დედა ოჯახს დაუბრუნდა

[ 2011-07-27 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნ. მაღლაკელიძეს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
მსჯავრდებული პირველი ინსტანციის განაჩენით 180–ე მუხლით გასამართლდა და სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მცირეწლოვანი შვილების დედას ბავშვის 5 წლის ასაკის მიღწევამდე განაჩენის აღსრულება გადაუვადდა.
საპრობაციო ზედამხედველობის პერიოდში მსჯავრდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და არ გამოუვლენია არანაირი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
თბილისის საპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მარტოხელა დედის პიროვნება, ჩადენილი ქმედების გამო სინანული, პასუხისმგებლობა ოჯახისა და შვილების მიმართ და ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო.
სააპელაციო პალატამ ნ. მაღლაკელიძეს, 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა უფრო მსუბუქი სასჯელით, პირობითი მსჯავრით შეუცვალა და სამი შვილის დედას ოჯახში დაბრუნების საშუალება მისცა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება