სიახლეები
მწვანე ყუთი თბილისის სააპელაციო სასამართლოში

[ 2011-08-02 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლო შეუერთდა სოციალურ პროექტს - „მწვანე ყუთი“. პროექტის ფარგლებში სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში ე.წ. „მწვანე ყუთები“ დაიდგა, რომლებშიც მოთავსდება მოხელეთა მიერ გამოყენებული მაკულატურა.
პროექტს ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის დამკვიდრებას.
პროექტის ფარგლებში აკუმულირებული თანხის გამოყენებით ხორციელდება ბავშვთა სახლებში აღზრდილი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება