სიახლეები
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა საჩუქრები მიიღეს

[ 2011-10-10 ]

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეგიდითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანადგომით ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებული ბავშვები დასაჩუქრდნენ.
საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი, წიგნები, სათამაშოები, მედიკამენტები, ტკბილეული, ხილი ეს ის აუცილებელი და საჭირო ნივთებია, რომლის გარეშეც ნინოწმინდის ბავშვების სრულფასოვნი აღზრდა და განათლების მიცემა ქართულ-სომხურ საზღვარზე თითქმის შეუძლებელია.
აქციაში ჩართული ადამიანებისგან კეთილი ნების გამოხატვამ და ნინოწმინდაში სტუმრობამ მასპინძლები მეტად გაახარა. მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებული სითბოთი და გულისხმიერებით გამოირჩევიან სტუმრებს სპეციალურად მათთვის მომზადებული კონცერტით შეეგებნენ. კონცერტზე ბავშვებმა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ქართველი კლასიკოსების ლექსები, ქართული საგალობლები და ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეუსრულეს.
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სტუმრობისას მასპინძლებმა სტუმრებს მშენებარე კომპლექსი დაათალიერებინეს, რომელშიც სულ მოკლე ხანში ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ახალსახლობას იზეიმებენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ყველა იმ მოხელეს რომელმაც კეთილი ნება გამოიჩინა და დახმარება გაუწია ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
გვინდა გაცნობებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვების პირადად გაცნობისას და დამეგობრებისას მათი ხშირი ნახვისა და თანადგომის სურვილი გაჩნდა.
სააპელაციო სასამათლოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კანცელარიში დაიდგმება სპეციალური ყულაბა, სადაც მოხელეები თანხას ბავშვთა სახლის დასახმარებლად ახალ წლამდე დააგროვებენ, საახალწლოდ კი სურსათ-სანოვაგით, ტანსაცმელითა და ტკბილეულით დატვირთულნი ნინოწმინდის ბავშვებთა სახლს კვლავ ესტუმრებიან.
ვიმედობნებთ რომ მოხელეთა აქტიური ჩართულობითა და თანადგომით მსგავსი აქცია წელიწადში რამდნჯერმე განხორციელდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება