სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2011-11-25 ]NEW

2011 წლის 25 ნოემბრიდან კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
- დამატება:
ა. მე-5 მუხლის (სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის) მე-4 და მე-5 ნაწილები;
ბ. 2312 მუხლი (ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ან გამოყენების მუქარა);
გ. 3671 მუხლი (ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა).

- ცვლილება:
ა. მე-18 მუხლის (დანაშაულის მომზადება);
ბ. 1072 მუხლი (იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევები);
გ. 186-ე მუხლის (წინასწარი შეცნობით დანაშულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) სათაური და 1-ლი ნაწილი;
დ. 194-ე მუხლის (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)) 1-ლი ნაწილი;
ე. 1941 მუხლის (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება) სათაური და 1-ლი ნაწილი;
ვ. 202-ე მუხლი (ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება);
ზ. 221-ე მუხლის (კომერციული მოსყიდვა) მე-3 ნაწილი და შენიშვნის 1-ლი ნაწილი;
თ. 2311 მუხლი (ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ მოთხოვნა);
ი. მე-300 მუხლი (თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება);
კ. 323-ე მუხლის (ტერორისტული აქტი) 1-ლი ნაწილი;
ლ. 326-ე მუხლი (საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა);
მ. 3311 მუხლის (ტერორიზმის დაფინანსება) 1-ლი ნაწილი;
ნ. 332-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) შენიშვნის 1-ლი და მე-2 ნაწილები;
ო. 339-ე მუხლის (ქრთამის მიცემა) შენიშვნის 1-ლი ნაწილი;
პ. 3391 მუხლის (ზეგავლენით ვაჭრობა) 1-ლი ნაწილი, შენიშვნის 1-ლი ნაწილი;
ჟ. 375-ე მუხლი (დანაშულის დაფარვა).


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
- დამატება:
ა. 1241 მუხლი (საბანკო ანგარიშების მონიტორინგი);
ბ. 283-ე მუხლის (განაჩენის აღსრულების გადავადება) 11 ნაწილი;
გ. 333-ე მუხლის (კოდექსის ამოქმედება) 21 ნაწილი.

- ცვლილება:
ა. 28-ე მუხლის (ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) სოციალური გარანტიები) მე-2 ნაწილი;
ბ. 57-ე მუხლის (დაზარალებულის უფლებები) ,,ვ” ქ/პ;
გ. IX თავის (სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი) სათაური;
დ. 67-ე მუხლის (პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლები) ,,დ” ქ/პ ამოღებულ იქნა;
ე. 68-ე მუხლი (პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახე და მის გამოყენებაზე უფლებამოსილი პირი);
ვ. 69-ე მუხლი (პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება) ამოღებულ იქნა;
ზ. 70-ე მუხლი (გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ);
თ. 71-ე მუხლი (დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება);
ი. 85-ე მუხლის (პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის) სათაური;
კ. 114-ე მუხლის (გამოძიების დროს დაკითხვის წესი) 1-ლი ნაწილის ,,გ” ქ/პ;
ლ. 207-ე მუხლის (აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი) 1-ლი ნაწილი;
მ. 213-ე მუხლის (სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე) მე-3 და მე-4 ნაწილები;
ნ. 226-ე მუხლის (ნაფიც მსაჯულთა სასამართლო) 1-ლი ნაწილი;
ო. 236-ე მუხლის (ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის კანდიდატთა) მოვალეობანი) მე-3 და მე-4 ნაწილები;
პ. 273-ე მუხლის (გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი) მე-2 ნაწილი;
ჟ. 274-ე მუხლის (გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი) 1-ლი ნაწილის ,,ლ” ქ/პ;
რ. 283-ე მუხლის (განაჩენის აღსრულების გადავადება) 1-ლი ნაწილი;
ს. 310-ე მუხლის (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები) ,,ე” ქ/პ;
ტ. 333-ე მუხლის (კოდექსის ამოქმედება) მე-2 ნაწილი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)



[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება