სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2012-03-19 ]

2012 წლის 18 მარტიდან კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
- ცვლილება:
ა. VII6 მუხლის (ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით) სათაური;
ბ. 2124 მუხლი (სასამართლოსთვის მიმართვა);
გ. 2125 მუხლი (ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტის წესი).


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
- ცვლილება:
ა. 1872 მუხლი (ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად ცნობის შესახებ პირის რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმა).


საქართველოს საგადასახადო კოდექსი
- ცვლილება:
ა. მე-10 მუხლის (საქველმოქმედო საქმიანობა) 1-ლი ნაწილის ,,ა.ა” ქ/პ;
ბ. 82-ე მუხლის (გადასახადისაგან გათავისუფლება) 1-ლი ნაწილის ,,ნ” ქ/პ.


საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ”
- ცვლილება:
ა. მე-5 მუხლის (შეღავათები სახელმწიფო ბაჟში) 1-ლი პუნქტის ,,პ” ქ/პ.


საქართველოს კანონი ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ”
- ცვლილება:
ა. 45-ე მუხლის (ქორწინების შედეგები) მე-3 პუნქტი;
ბ. 54-ე მუხლის (მეურვეობა და მზრუნველობა) 1-ლი პუნქტი.


საქართველოს კანონი ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”
- ცვლილება:
ა. 1-ლი მუხლის (კანონის ამოცანები, მიზნები და რეგულირების სფერო) მე-3 პუნქტი;
ბ. მე-4 მუხლის (საქართველოში შემოსვლის საფუძვლები) მე-4 პუნქტი;
გ. მე-16 მუხლის (საქართველოში ყოფნის საფუძვლები) 1-ლი და მე-3 პუნქტები;
დ. 50-ე მუხლის (საქართველოდან უცხოელთა გასვლის ზოგადი მოთხოვნები) მე-4 პუნქტი.
საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ”
- ცვლილება:
ა. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი;
ბ. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი;
გ. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი;
დ. III1 თავის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი) სათაური;
ე. 201 მუხლის 11, 21 და მე-3 პუნქტები;
ვ. 20 2 მუხლის 72, 73, 83 და მე-9 პუნქტები;
ზ. 203 მუხლის მე-2 პუნქტი;
თ. 204 მუხლის 11 პუნქტი;
ი. 2010 მუხლის 1-ლი პუნქტი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)



[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება