სიახლეები
ახალი საგანმანათლებლო თამაში - "სასამართლო"

[ 2012-03-23 ]NEW

2012 წლის 22 მარტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები.

თამაში "სასამართლო" განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისა და სამართლის თემით დაინტერესებულ პირთათვის. საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაში აგებულია კითხვა-პასუხის პრინციპით. გამარჯვების მოსაპოვებლად მოთამაშემ უნდა გადალახოს სამივე ეტაპი და დააგროვოს 800 ქულა. სამივე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში გამარჯვებული მოთამაშე მიიღებს პრიზს.

თამაში ატვირთულია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სკოლის მოსწავლეებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
შეხვედრის დასასრულს, კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

გადმოიწერეთ თამაში
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება