სიახლეები
საქართველოს სასამართლოების წარმომადგენლები JUSPAL-ის კონფერენციებზე

[ 2012-06-21 ]

საქართველოს სასამართლოების წარმომადგენლებმა 2012 წლის 7-8 და 11-12 ივნისს მონაწილეობა მიიღეს ჰააგაში გამართულ JUSTAL-ის კონფერენციებზე.

JUSTAL-ი წარმოადგენს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცილების გაზიარებას, სტანდარტების დადგენასა და მათი შესრულების შეფასების მექანიზმების შემუშავებას.

7-8 ივნისის კონფერენცია ეძღვნებოდა შემდეგ თემას:
„სასამართლო ხელისუფლების დაფინანსება“.

11-12 ივნისის კონფერენცია ეძღვნებოდა შემდეგ თემებს:
□ „სასამართლო ხელისუფლების სექტორის საქმიანობის მენეჯმენტი და შეფასება: საუკეთესო პრაქტიკა და გამოწვევები“;
□ „სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის გაძლიერება“.

საქართველოს სასამართლოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ ორივე კონფერენციაში, წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართულ გამოცდილებასთან დაკავშირებით და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში. კონფერენციებზე მოპოვებული ინფორმაცია და დამყარებული კონტაქტები სასარგებლო იქნება სასამართლო ხელისუფლების შემდეგი განვითარებისათვის.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება