სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ელიტა ბურჯის საჩივარი არ დააკმაყოფილა

[ 2012-07-17 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 17 ივლისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა შპს ,,ელიტა ბურჯის“ საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივლისის დადგენილება და 2012 წლის 14 ივლისის სხდომის საოქმო განჩინებები.

სააპელაციო სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას მხარეთა მიერ ახალი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორმა შპს ,,ელიტა ბურჯმა“ განახორციელა თუ არა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულება.

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, აკრძალულია შემოწირულობების მიღება იურიდიული პირებისაგან, მათი გაერთიანებებისაგან, სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნებისაგან. ამ კანონის შესაბამისად, შემოწირულებად ითვლება აგრეთვე ფიზიკური ან იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განხორციელება, რაც გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას შემოწირულების/საწევრო შენატანის ხუთმაგი ოდენობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო ინსტაციაში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები (ყველა ფაქტობრივი მონაცემი), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა დარღვევას და შპს ,,ელიტა ბურჯმა’’ არ განახორციელა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულობა.

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა შპს ,,ელიტა ბურჯის“ მიერ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 26.1.,,ა1“ და 34 2. 2. მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარაღვევის ჩადენის ფაქტი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება