სიახლეები
დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ვიზიტი

[ 2012-09-21 ]

17-20 სექტემბერს თბილისში სტუმრად იმყოფებოდა მოსამართლეთა დელეგაცია დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოდან.
ვიზიტი განხორციელდა ორ სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც 2012 წლის მაისში ჩაეყარა საფუძველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი ვალერი ცერცვაძისა და დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის - ბატონი ულრიხ ჰაგენლოხის ძალისხმევით. სასამართლოების პარტნიორობას აქტიურად უჭერს მხარს GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება).

ბატონმა ვალერი ცერცვაძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა სტუმრებს. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებიც. შეხვედრები წარიმართა გამოცდილების ურთიერთგაზიარების ფორმატში. ქართული მხარისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა სასამართლო მედიაცია, მხარეთა მორიგებასთან დაკავშირებული თემები და სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებანი პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საქმის მომზადებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენის ეტაპებზე.
გაიმართა ნაყოფიერი დისკუსია, გერმანული გამოცდილება და ცალკეულ პრობლემატურ საკითხთა გადაწყვეტის მათეული ხედვა საინტერესო აღმოჩნდა ქართველი მოსამართლეებისათვის.

დრეზდენის დელეგაცია დაინტერესდა მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისა და მომზადების ქართული მოდელით. ისინი ესტუმრნენ იუსტიციის უმაღლეს სკოლას და დაწვრილებით მოისმინეს არსებული სისტემის შესახებ ინფორმაცია.
მათივე ინტერესით, შედგა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ქართველ ადვოკატებთან და მოსამართლეებთან. ამ შეხვედრის ფარგლებში მათ წარმოადგინეს გერმანული გამოცდილების სხვადასხვა მაგალითები და ისაუბრეს მოსამართლეთა და ადვოკატთა ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე და დადებით მხარეებზე. მათთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ის მოდელი, რომლიც ამ მხრივ საქართველოში არსებობს.
სტუმრებმა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად ასევე მოინახულეს სიღნაღი, ალ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში, ესტუმრნენ ღვინის მარანს და დააგემოვნეს ქართული ღვინოები.
დრეზდენის სასამართლოს მოსამართლეებს, ისევე როგორც ქართულ მხარეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია ასეთი შესაძლებლობა პროფესიული აზრთა გაცვლისა და გაზიარებისა. თანამშრომლობის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები დაგეგმილია 2013 წლის დეკემბერში, დრეზდენში.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება