სიახლეები
მოლდოვეთის დელეგაციის ვიზიტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

[ 2012-09-21 ]

20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ესტუმრნენ მოლდოვის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ბატონი ვალერი ცერცვაძე სტუმრებს დეტალურად ესაუბრა იუსტიციის საბჭოს ფუნქციების და მიზნების შესახებ, მიმოიხილა მისი ცალკეული დეპარტამენტების საქმიანობა და ის ახალი მიდგომები, რომლებიც ბოლო წლებში დაინერგა ამ სფეროში.
შეხვედრა განხორციელდა მოლდოვეთის უზენაესი სასამართლოს დელეგაციის 18.-21. სექტემბრის ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მოლდოველი კოლეგებისათვის ქართული სასამართლო რეფორმის გაცნობა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა მოლდოვეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - მიხაილ პოალელუი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება