სიახლეები
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

[ 2013-04-01 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას შუამდგომლობები განიხილა.
შუამდგომლობის ავტორები მიუთითებდნენ, რომ საქმის უშუალო მონაწილის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ განხორციელდა ფსიქიკური ზეწოლა მამხილებელი ჩვენების მიღების სანაცვლოდ, ასევე სახელმწიფო ბრალდების მხრიდან შეგნებულად არ იქნა წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ კვლებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დადასტურდებოდა მკვლელობის უშუალოდ შემსრულებლების უდანაშაულობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობები და განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორების მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი გიორგი პაპაჩაშვილზე იძულებისა თუ ზეწოლის განხორციელების თაობაზე სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა ზეწოლის განხორციელების ფაქტი.
სასამართლოს მიერ ახალ გარემოებად არ იქნა მიჩნეული ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ვინაიდან საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მათ შესახებ ბრალდების მხარისათვის უკვე ცნობილი იყო იმ დროისათვის როდესაც მიმდინარეობდა სამართალწარმოების პროცესი. მოქმედი კანონმდებლობა საქმის განახლების სავალდებულო პირობად მიიჩნევს, რომ ასეთი მტკიცებულებების არსებობა განაჩენის გამოტანის მომენტისთვის არცერთი მხარისათვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამის მოხელეთა მხრიდან შესაძლო უკანონო ქმედების განხორციელებას, სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი ფაქტის არსებობა ასევე უნდა დადასტურდეს სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება