სიახლეები
დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეთა ვიზიტი

[ 2013-04-17 ]

16 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრა საქართველოში ვიზიტად მყოფი დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეთა დელეგაცია.

ვიზიტი იმართება თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. სასამართლოებს შორის თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის მაისში ბატონი ვალერი ცერცვაძისა და ბატონი ულრიხ ჰაგენლოხის ერთობლივი ძალისხმევითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართული შეხვედრა შეეხო რელაციის ტექნიკისა და მხარეთა მორიგების თემებს. ქართველმა და გერმანელმა მოსამართლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს სამართლიანი სასამართლო განხილვის, შეჯიბრებითობის პრინციპის, გადაწყვეტილების მოსალოდნელობის, მხარეებისათვის თანაბარი პირობების შექმნის, მოსამართლის როლის, მხარეებთან კომუნიკაციის, მორიგების დამტკიცების, აღსრულების და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

გერმანელი სტუმრების ვიზიტის გაგრძელდება 20 აპრილამდე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კოალიციასთან დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის, ორგანიზაციასთან „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“, ასევე სტუმრობა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და თბილისის იუსტიციის სახლში.

მხარეები მოწოდებულნი არიან გააღრმაონ დაწყებული თანამშრომლობა, რამდენადაც საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მოსამართლეთა შორის სამართლებრივი დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის და კარგ შესაძლებლობას იძლევა ქართული და გერმანული მართლმსაჯულების სრულყოფისათვის.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება