სიახლეები
საკანონმდებლო სიახლეები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2013-05-22 ]NEW

2013 წლის 21 მაისიდან კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

საქართველოს ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“:

- ცვლილება:
ა. 131-ე მუხლი (სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება);
ბ. 21-ე მუხლის (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე) 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქ/პ ამოღებულ იქნა;
გ. 47-ე მუხლი (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო);
დ. 48-ე მუხლი (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შწყვეტის საფუძვლები);
ე. 49-ე მუხლის (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება) 1-ლი პუნქტის ,,დ1“ და მე-2 ქ/პ;
ვ. 50-ე მუხლი (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი);
ზ. 51-ე მუხლის (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი) 1-ლი პუნქტი;
თ. 64-ე მუხლის (საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა) მე-2 და მე-3 პუნქტები;
ი. 65-ე მუხლი (საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება);
კ. 66-ე მუხლის (საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი) 1-ლი და მე-2 ნაწილები;
- დამატება:
ა. მე-13 მუხლის (საქმის განხილვის საქვეყნოობა) მე-5 პუნქტი.


საქართველოს კანონი ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“:
- ცვლილებები:
ა. მე-5 მუხლის (დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა)მე-2 პუნქტი;
ბ. მე-17 მუხლის (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნა;
გ. მე-19 მუხლის (მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა) მე-2 პუნქტი;
დ. 21-ე მუხლის (დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი);
ე. 24-ე მუხლი (სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი);
ვ. 27-ე მუხლი (ანაზღაურება მოვალეობის შესრულებისათვის);
ზ. მე-80 მუხლის (მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება) მე-2 პუნქტი;
თ. 81-ე მუხლი (სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება).


საქართველოს კანონი ,,იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“:
ა. მე-3 მუხლის (სკოლის დამოუკიდებლი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება) მე-3 და მე-4 პუნქტები;
ბ. 31-ე მუხლის (დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების გათვალისწინება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისას) მე-2 პუნქტი;
გ. 31-ე მუხლის (დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების გათვალისწინება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისას) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნა;
- დამატება:
ა. მე-3 მუხლის (სკოლის დამოუკიდებლი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება) 21 პუნქტის.


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი:
- ცვლილება:
ა. 1821 მუხლი (სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესი) ამოღებულ იქნა.
- დამატება:
ა. მე-10 მუხლის (სასამართლო სხდომის საჯაროობა და ზეპირობა)
(იხ. მიმაგრებული ფაილი)
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება