სიახლეები
სტაჟიორთა ტესტირება

[ 2013-11-11 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტაჟიორთა ახალი ნაკადის ტესტირება შედგა.

სტაჟირების მსურველებმა სააპელაციო სასამართლოში ელექტრონული ტესტირება გაიარეს. ელექტრონული ტესტი 40 საკითხისგან შედგება და მათ დასაძლევად პრაქტიკის მსურველებისთვის მინიმალური ქულის (28) გადალახვაა სავალდებულო.

წარმატებულად ჩაბარებული ტესტირების შემდგომ, აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას და გადანაწილდებიან მათ მიერ შერჩეულ სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, გაფორმებული მემორანდუმებისა და არა მხოლოდ მათ ფარგლებში სასამართლოში წელიწადში 100-მდე მეტი სტაჟიორი გადის პრაქტიკას.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება