სიახლეები
ერთად გავიღოთ სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის

[ 2013-12-05 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა და მოხელეებმა, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
აქცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მის მიზანს სისხლის დონაციის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

"სასამართლო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აქტიურად უნდა იყოს ჩართული საქველმოქმედო აქტივობებში. აქციის უმთავრესი მიზანია იმ მრავალი დაავადებული ბავშვის დახმარება, რომელიც დღეს ლეიკემიითაა დაავადებული. ჩვენი სურვილია, სასამართლო გახდეს მეტად სოლიდარული საზოგადოების პრობლემების მიმართ,"- ამბობს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი უჩა თოდუა.

სისხლის სიმწირის გამო, პაციენტებს ხშირად ექმნებათ პრობლემები. სისხლის დეფიციტია სისხლის ბანკშიც, რის გამოც ოჯახის წევრებს დამოუკიდებლად უწევთ დონორების ძიება.

"ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის აუცილებელია სისხლის პრეპარატები 24 საათის განმავლობაში, ამიტომ მათთვის გაღებულ ყოველ მილიგრამ სისხლს არსებითი მნიშვნელობა აქვს. თავად დონორებისათვის სისხლის გაღება სრულიად უსაფრთხოა, ისინი აბარებენ დაახლოებით 400 მილიგრამამდე სისხლს, რის შედეგადაც ორგანიზმი თავად იწყებს სისხლის აღდგენასა და განახლებას, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის" - აცხადებს სისხლის ბანკის ექიმი ტრანსფუზიოლოგი ქეთევან ხუციშვილი.

სისხლის გაცემის აქცია პერნამენტულ ხასიათს მიიღებს და ის წელიწადში 2-ჯერ ჩატარდება, სააპელაციო სასამართლო იმედს გამოთქვამს, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც შეუერთდებიან ამ საქველმოქმედო აქციას.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება